სერბეთში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული სერბეთის პირველ ვიცე-პრემიერს შეხვდა

სერბეთის რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ილია კობერიძემ შეხვედრა გამართა სერბეთის რესპუბლიკის პირველ ვიცე პრემიერ- მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან ივიცა დაჩიჩთან. შეხვედრაზე მხარეებმა კმაყოფილება გამოთქვეს ქვეყნებს შორის ურთიერთობების მზარდი დინამიკით. ხაზი გაესვა ბელგრადში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნის მნიშვნელობას და სერბული მხარის ძალისხმევას საქართველოში სერბეთის წარმომადგენლობის გახსნასთან დაკავშირებით.

პირველმა ვიცე პრემიერ-მინისტრმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა ივიცა დაჩიჩმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა.

მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებზე, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე, ევროპული ინტეგრაციის პროცესში აქტიურ თანამშრომლობასა და გამოცდილების ურთიერთგაზიარებაზე, ასევე სხვადასხვა სექტორებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე.

banner
წინა სტატიაშისამართალდამცველებმა ყალბი აქციზური მარკების დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიამთავრობის ადმინისტრაციის უფროსი კახა კახიშვილი ლუიზა ვინტონსა და ჯასტინ მაკკენზი სმიტს შეხვდა