სერბეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინის 1 მილიონი დოზა ჩაიტანეს

სერბეთი პირველი ევროპული ქვეყანა გახდა, რომელმაც მასობრივი ვაქცინაციის პროგრამისთვის ჩინური კომპანია Sinopharm-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მიიღო. სერბეთში ჩინური ვაქცინის 1 მილიონი დოზა ჩაიტანეს. ბელგრადის აეროპორტში, სადაც ვაქცინებით დატვირთული კონტეინერები გადმოტვირთეს, სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი და ჩინეთის ელჩიც მივიდნენ. „მინდა, პრეზიდენტ სი ძინპინს და ჩინეთის ხელმძღვანელობას მადლობა გადავუხადო ვაქცინის 1 მილიონი დოზის გამოგზავნისთვის,“- განაცხადა პრეზიდენტმა ვუჩიჩმა ჟურნალისტებთან საუბარში.

banner
წინა სტატიაშიყირგიზეთში საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგებით, სადირ ჟაპაროვმა გაიმარჯვა
შემდეგი სტატიააშშ-ის 46-ე პრეზიდენტის გვერდი @PresElectBiden-ი რამდენიმე საათში 835 000-ზე მეტმა მომხმარებელმა გამოიწერა