სერბეთმა ჯარი სამხედრო მზაობაში მოიყვანა

სამშაბათს, 28 მაისს, სერბეთის შეიარაღებულ ძალებში სამხედრო მზაობა გამოცხადდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც სერბეთის ტელევიზიით სიუჟეტი გავიდა იმის შესახებ, რომ კოსოვოს პოლიციამ ოპერაცია ჩაატარა ტერიტორიაზე, სადაც სერბები ცხოვრობენ. სერბეთის მთავრობის წარმომადგენელმა მარკო დიურიჩმა კოსოვოს პოლიციას სერბეთის მიერ არაღიარებული რესპუბლიკიდან სერბების გაყრის მცდელობაში დასდო ბრალი -წერს  “დოიჩე ველე”.
თავის მხრივ, კოსოვოს პოლიციამ განაცხადა, რომ კოსოვოს-მიტროვიცაში ორგანიზებულ დამნაშავეებთან ბრძოლის ფარგლებში ჩაატარა ოპეარცია, რომლის დროსაც ბანდამ პოლიციას “შეიარაღებული წინააღმდეგობა” გაუწია. ორი კოსოველი პოლიციელი დაშავდა. დააკავეს რამდენიმე სერბი, რომლებიც ბრალდებული არიან კორუფციაში, თანამდებობის ბოროტად გამოყენებასა და კონტრაბანდაში.

კოსოვოს პრემიერმა რამუშ ხარადინაიმ თავის “ტვიტერში” მოქალქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.
კოსოვოში ნატოს სარდლობის ქვეშ მყოფმა საერთაშორისო მისიამ KFOR განაცხადა, რომ მოვლენებს აკვირდება. ნატოს ძალებს საომარი მზადყოფნა არ გამოუცხადებია.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში ჩვენი პროგრესის მტრები და ჩემი მტრები დამარცხდნენ ამ ეტაპზე და ზუსტად ასე დამარცხდებიან საქართველოში
შემდეგი სტატიაფილადელფიის მერიაში გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის 101 -ე წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება