სერბეთის პარლამენტმა პრემიერმინისტრ მილოშ ვუჩევიჩს გადადგომის მოთხოვნა დაუკმაყოფილა

სერბეთის პარლამენტმა პრემიერმინისტრ მილოშ ვუჩევიჩს გადადგომის მოთხოვნა დაუკმაყოფილა.

მედიის ცნობით, პარლამენტმა 30-დღიანი ვადა დააწესა ახალი პრემიერის დანიშვნისა და მთავრობის ფორმირებისთვის, რათა თავიდან აიცილოს ვადამდელი არჩევნები.

ვუჩევიჩმა თანამდებობა იანვარში დატოვა, თუმცა მისი მოთხოვნა აქამდე დაკმაყოფილებული არ ყოფილა.

სერბეთში უკვე რამდენიმე თვეა, ანტისამთავრობო აქციები მიმდინარეობს. ბოლო განცხადებაში ქვეყნის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა თქვა, რომ ვადამდელ არჩევნებს ჩანიშნავს, თუ ამას ოპოზიცია მოითხოვს.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს. მხარეებმა ერთმანეთს 175 ადამიანი გადასცეს
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ, ოპოზიციასთან კოორდინაციით, ევროპელ ლიდერებთან გაიგზავნება ერთობლივი წერილი, რათა ევროპული საბჭოს დღის წესრიგში საქართველოს საკითხიც შევიდეს