სერბეთის დედაქალაქში ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით მიმდინარე აქციაზე მოქალაქეებსა და სპეცრაზმს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა.

ადგილზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც სერბეთის პრეზიდენტისთვის, ალექსანდარ ვუჩიჩისთვის წაყენებული ულტიმატუმის ვადა ამოიწურა.

აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტს ვადამდელი არჩევნების დასანიშნად დრო 28 ივნისის 21:00 საათამდე მისცეს.

საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, სპეცრაზმი სამთავრობო შენობების გარშემო, პარლამენტთან და ახლო მდებარე “პიონირსკი პარკთანაა” განლაგებული.

 

banner
წინა სტატიაშიირანმა რაფაელ გროსის ბირთვულ ობიექტებზე შესვლა აუკრძალა, ასევე მოხსნიან სააგენტოს მიერ ბირთვულ ობიექტებზე განთავსებულ სათვალთვალო კამერებს
შემდეგი სტატიაგერმანიის ელჩი, პიტერ ფიშერი შალვა პაპუაშვილის განცხადებას გამოეხმაურა