სერბეთი NATO-ზე უარს აცხადებს და რუსეთს მეგობრობას ეფიცება

,,სერბეთი არ შეუერთდება რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს და არ გაწევრიანდება NATO-ში,, განაცხადა სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ივიცე დაჩიჩმა, 12 დეკემბერს რუს კოლეგა სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ… ,,რუსეთი არასდროს არ ახდენდა ზეწოლას სერბეთზე,, ასევე აღნიშნა მან.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელ სერგეი ლავროვს, სერბეთში ვიზიტის დროს ქვეყნის პრეზიდენტი ტიმოსლავ ნიკოლიჩიც შეხვდა, რომელმაც შეხვედრის შემდეგ პრესასთან რუსეთის მხარდამჭერი განცხადება გააკეთა… ,,სერბეთი არასდროს იქნება იმ ქვეყნების ბანაკში, რომლებსაც რუსეთი სძულთ. სერბეთს მსოფლიოში ბევრი მეგობარი ჰყავს, მაგრამ ეს არასდროს აყენებდა რუსეთთან მეგობრობას კითხვის ნიშნის ქვეშ. რუსეთი ყოველთვის იყო ჩვენი პოლიტიკის დასაყრდენი,, განაცხადა ნიკოლიჩმა.

banner
წინა სტატიაშიდიარბაქირში თურქული F-16 ჩამოვარდა
შემდეგი სტატია,,რუსეთის გამო სირიის საკითხზე მოლაპარაკებამ მარცხი განიცადა,,