სერბები მასობრივად აპროტესტებენ პრეზიდენტ ვუჩინის პოლიტიკას

ბელგრადში დაახლოებით 15 ათასი ადამიანი გამოვიდა სერბეთის პრეზიდენტის ალექსანდრ ვუჩინის პოლიტიკის წინააღმდეგ, რომელსაც, დემონსტრანტები ავტორიტარიზმში სდებენ ბრალს. მიუხედავად იმისა, რომ შაბათს, 5 იანვარს ქვეყანაში ძლიერი თოვლი მოვიდა, აქციის მონაწილეებმა საპროტესტო მსვლელობა სამთავრობო ტელეარხის RTS-ის შენომაბდე გააგრძელეს – მათი ერთ-ერთი მოთხოვნა არხის გენდირექტორის დრაგან ბუიოშევიჩის თანამდებობიდან განთავისუფლება იყო – “დოიჩე ველე” წერს.
სერბეთის დედაქალაქში საპროტესტო აქციები 2018 წლის 8 დეკემბერს დაიწყო და ყოველ შაბათს ნახლდება.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტმა რუხის საერთაშორისო სტანდარტების სამედიცინო ცენტრი დაათვალიერა
შემდეგი სტატიათალიბებთან, შესაძლებელია, მოლაპარაკებების ახალი რაუნდი დაიწყოს