სექტემბრიდან ევროპარლამენტი მზადაა შეათანხმოს მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლა უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის – მარტინ შულცი

ევროპარლამენტის სოციალისტური ფრაქციის ლიდერი მარტინ შულცი შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას საკუთარ გვერდზე ეხმაურება.

მისი თქმით, ევროპარლამენტი მზადაა შეათანხმოს მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლა უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის.

„საბოლოოდ მივაღწიეთ შეთანხმებას ევროსაბჭოსთან ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმზე. ეს ევროპარლამენტის მიერ გაწეული შესანიშნავი სამუშაოა. სექტემბრიდან ევროპარლამენტი მზადაა შეათანხმოს მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლა უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის. მოველით, რომ ევროსაბჭო არ გააჭიანურებს გადაწყვეტილების მიღებას,“ – მარტინ შულცი.

banner
წინა სტატიაში“მოკლე დროში საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ უვიზო მიმოსვლით”-მიხეილ ჯანელიძე
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრის ბოლო, მნიშვნელოვანმა ვიზიტმა ბრიუსელში ძალიან კარგი შედეგი გამოიღო – დოლიძე