სექტემბერში განათლების რეფორმის პრეზენტაცია გაიმართება

სექტემბერში განათლების რეფორმის პრეზენტაცია გაიმართება, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტი მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„განათლების მიმართულებას სჭირდება მნიშვნელოვანი ცვლილებები და სისტემურ განახლებები, რათა მოხდეს სრული გაჯანსაღება. ამასთან დაკავშირებით, განათლების რეფორმასთან ერთად მნიშვნელოვანი სიახლეები გვექნება“, – განაცხადა ბატიაშვილმა.

მინისტრის თქმით, სექტემბერში სამინისტრო მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას წარუდგენს. რეფორმასთან დაკავშირებით, იქნება დეტალური პრეზენტაცია და გეგმა, როგორ მოხდება განათლების სისტემის გაუმჯობესება ყველა მიმართულებით.

banner
წინა სტატიაში“მწამებლები იძიებენ მკვლელობის საქმეს… ამიტომ იყო ეს პოლიტიკური სპექტაკლი”-ინაშვილის საგამოძიებო კომისიას უნდობლობას უცხადებს
შემდეგი სტატიასაია-მ საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ინფორმაციის მიღების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა