სექსუალური ხასიათის პროდუქციასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე პარლამენტი მსჯელობას აღარ გააგრძელებს

პრეზიდენტთან ურთიერთობა-

სექსუალური ხასიათის პროდუქციასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე პარლამენტი მსჯელობას აღარ გააგრძელებს.

კანონპროექტი ითვალისწინება ცვლილებებს სამართალდარღვევათა კოდექსში, რომლის მიხედვითაც სექსუალური ხასიათის პროდუქციის რეალიზაციასთან და რეკლამირებასთან დაკავშირებით შეზღუდვები და ჯარიმები წესდებოდა.

კანონპროექტი 2012 წელს მომზადდა და პროექტის ინიციატორი მაშინდელი ევროპასთან ინტეგრაციიის კომიტეტის თავმჯდომარის ვიქტორ დოლიძე იყო.

კანონპროექტის მიხედვით, თამბაქოსა და სექსუალური ხასიათის პროდუქციის რეალიზაცია იმ სავაჭრო ობიექტებში, სადაც წარმოებს ბავშვთა ტანსაცმლისა და სათამაშოების რეალიზაცია – 100 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევდა. ასევე თამბაქოსა და სექსუალური ხასიათის პროდუქციის რეალიზაცია სკოლამდელი ასაკის დაწესებულებაში, სკოლაში, 18 წლამდე ასაკის პირებისთივს განკუთვნილ დაწესებულება–ორგანიზაციებში და მათი კუთვნილი ტერიტორიებიდან 50 მეტრის დაშორებით, აგრეთვე, ყველა სახის სამედიცინო (გარდა სექსუალური დარღვევების პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის განკუთვნილი სამედიცინო ნაწარმისა) და სასწავლო დაწესებულებაში 50ლარით ჯარიმას ითვალისწინებდა.

მერვე მოწვევის პარლამენტმა კანონპროექტს პირველი მოსმენით 75 ხმით 14–ის წინააღმდეგ მიიღო, თუმცა მას შემდეგ კანონპროექტის მსვლელობა შეჩერდა. მეცხრე მოწვევის პარლამენტის დღევანდელი გადაწყვეტილებით კანონი უკან გაიწვიეს.

banner
წინა სტატიაში“რუსთავი 2-ის” გარეშე საქართველოში დემოკრატია ეჭვქვეშ დგება-EPP-ს ვიცე-პრეზიდენტი
შემდეგი სტატიააკაკი ზოიძე : სიგარეტსა და საწვავზე ფასის მომატება ნიშნავს ჯანმრელობისთვის უკეთეს გარემოს