სექსუალური ძალადობის გამო ბილ კოსბის თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

სამშაბათს კომედიანტ ბიკ კოსბის სექსუალური ძალადობისა და ნარკოტიკების მოხმარების გამო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მას ციხეში სამიდან ათ წლამდე მოუწევს გატარება. ადრე, განაჩენის გამოტანამდე, ის, პენსილვანიის შტატის კანონების მიხედვით, “სექსუალურ მოძალადედ და მტაცებლად” გამოცხადდა. კოსბი 81 წლის არის. ძალადობის ფაქტი კი, რომელიც მან ჩაიდინა, 2004 წელს მოხდა.
კოსბის ადვოკატები განაჩენის გასაჩივრებას გეგმავენ. თვითონ კომიკოსი აცხადებს, რომ ძალადობის ფაქტი არ ჩაუდენია. შეკითხვაზე, განაჩენის გამოტანამდე სურს თუ არა კოსბის სასამართლოს მიმართოს, ადვოკატებმა უარყოფითად უპასუხეს.

banner
წინა სტატიაშისალვინის დეკრეტი – იტალია მიგრანტების დეპორტაციას ამარტივებს
შემდეგი სტატიაერდოღანი – გაერო კაცობრიობის მოლოდინებს აღარ ამართლებს