სექსუალურ დანაშაულში ბრალდებული ყოფილი დეპუტატი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო – თოდაძის საქმე

საკრებულოს ყოფილი დეპუტატი, სექსუალურ დანაშაულში ბრალდებული ილია ჯიშკარიანი თბილისის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. გადაწყვეტილება მოსამართლე ლია ორკოდაშვილმა მიიღო.

“მადლობა უფალს, რომ ეს განსაცდელი მომიწყო, ბევრი კარგი ხალხი გავიცანი და ბევრი ცუდიც. 3 წელი გადის და ხმას არ ვიღებ, არც ინტერვიუს ვაძლევ. ეს საშინელი, ბინძური ჭუჭყის შესხმა ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს – ჩემ პოლიტიკურ დისკრედიტაციას. სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება არ ვიცი, მე ვიცი ერთგვარი ქმედება. იმდენად დავკომპლექსდი, ჩემ საქმეს ვერ ვემსახურები, ეს ემსახურებოდა ჩემ დისკრედიტაციას, რომ პოლიტიკას ჩამოვშორებოდი. დავაშავე ის, რომ პატრულში არ დავრეკე” ,- თქვა ჯიშკარიანმა ინტერპრესნიუსის ცნობით.

banner
წინა სტატიაშიკომუნიკაციების კომისიაში ლატვიის ელექტრონული კომუნიკაციების ოფისის ექსპერტებთან სამუშაო შეხვედრები ჩატარდა
შემდეგი სტატიაპროკურატურა სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩადენილი სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების და ძალადობის ფაქტზე ბრალდებული გამართლდა, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს