სექს-მომსახურება დახმარების სანაცვლოდ – ჰუმანიტარული ორგანიზაციები სკანდალში ეხვევიან

სკანდალი, რომელიც საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია Oxfam-ის წინააღმდეგ აგორდა, სინამდვილეში მხოლოდდამხოლოდ აისბერგის მაღალი წერტილია – გაეროს ყოფილი თანამშრომელი და უკვე “დოიჩე ველეს” კორესპონდენტი ჰელენა ჰამფრი წერს და იხსენებს, ფილიპინებზე ყოფნისას, გაეროს მანქანით გადაადგილების დროს, თუ როგორ დაიძრა მანქანისკენ ქალთა ჯგუფი, რომლებიც მანქანის გაჩერებას და სექს-მომსახურების სანაცვლოდ ზედმეტი რამდენიმე პესოს გამომუშავებას ელოდებოდნენ. “ქალები მანქანას მოსდევდნენ, თან, თმებს და ქვედაბოლოებს ისწორებდნენ” – წერს ჰამფრი.

უკანასკნელ ხანებში Oxfam-ის, Plan International-ის, Save the Children-ისა და “ექიმები საზღვრებს გარეთ”-ის ყოფილი თანამშრომლები ხშირად იხსენებენ ადგილობრივი მოსახლეობის სექსუალური ექსპლოატაციის მაგალითებს. ამასთანავე, ორგანიზაციებში მუშაობის მანძილზე, ისინი, სავარაუდოდ, სამსახურის დაკარგვის შიშით, ამ ფაქტებზე არ საუბრობენ – “დოიჩე ველე” წერს.

2015 წელს პირველად გაჩნდა ინფორმაცია საერთაშორისო სამშვიდობო მისიების მიერ ცენტრალური აფრიკის ქვეყნებში 40 არასრულწლოვანის გაუპატიურების შესახებ, მაშინ 8 მათგანი ორსულად დარჩა.

banner
წინა სტატიაშიცოტნე გამსახურდიამ კვირიკაშვილი შევარდნაძეს შეადარა
შემდეგი სტატიაყველაზე ცნობილი ჯაშუშები მსოფლიოში