სეპარატისტული ოსეთი – საქართველოს ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულების ეშინია

“საქართველოს ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის ეშინია. სამხრეთ ოსეთის დელეგაცია ჟენევაში ოპტიმისტური განწყობით თუ არა, გარკვეული მოლოდიუნებით წავიდა, რომ ხელშეკრულებას ხელი მოეწერებოდა” -ამის შესახებ თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ინფორმაციის სახელმწიფო კომიტეტის ხელმძღვანელმა მარია კოტაევამ განაცხადა – წერს ადგილობრივი მედია წერს. “თუმცაღა, შეხვედრის დროს საქართველომ მერამდენედ დაადანაშაულა რუსეთი, როგორც ოკუპანტი ქვეყანა, შედეგად, ჩვენი მოლოდინები არ გამართლდა და ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულებას ხელი არ მოეწერა” – დაამატა კოტაევამ – “სპუტნიკ-აფხაზეთი” ავრცელებს.

ჟენევის მოლაპარაკებების 43-ე რაუნდი გუშინ დასრულდა.

banner
წინა სტატიაშიუზენაესმა სასამართლომ ასლან ბეჟანიძე დავით ოთხმეზურის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო
შემდეგი სტატიალაშა მესხმა მაუწყებელს სასამართლოში დავა მოუგო