სენსაციური აღმოჩენა – გრძელქალიანი პერუელები საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ

გასულ კვირას პერუელმა მეცნიერმა ბრიენ ფოერსტერმა სენსაციურ აღმოჩენაზე ისაუბრა – მისი მტკიცებით, გრძელთავისქალიანი პარაკასელები კავკასიაში, კერძოდ, საქართველოსა და ყაბარდოს ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ.
უჩვეულოდ გრძელი თავის ქალები პერუელმა მეცნიერმა ხულიო ტენომ გასული საუკუნის 20-იან წლებში პერუს სამხრეთით, პისკოს პროვინციაში, პარაკასის ტერიტორიაზე აღმოაჩინა – თავის ქალებს წაგრძელებული ფორმა აქვთ და ისინი 25%-ით გრძელი და 60%-ით მძიმეა ჩვეულებრივ ქალასთან შედარებით. მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ თავის ქალას მსგავსი ფორმა ხელოვნური ჩარევით ჰქონდა, თუმცა, დღეს ეს თეორია უკვე უარყოფილია.
15 თებერვალს სამეცნიერო გამოცემები პერუელი მეცნიერის ბრიენ ფოერსტერის აღმოჩენაზე ბევრს წერდნენ.
ფოერსტერი თავის ქალებს უკანასკნელი ხუთი წელია იკვლევს. მან პარაკასელების სისხლის ჯგუფი შეისწავლა და დაადგინა, რომ პარაკასელები ადგილობრივი ამერიკელები არ იყვნენ და რომ ისინი ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3 ათასი წლის წინ შავი და კავკასიის ზღვების მიდამოებში, კერძოდ კი, საქართველოსა და ყაბარდოს ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ. მეცნიერის ვარაუდით, გრძელთავიანები მოსულმა ტომებმა გააძევეს კავკასიიდან.

banner
წინა სტატიაშიავტოსაგზაო შემთხვევა სენაკში – 1 გარდაცვლილი და 6 დაშავებული
შემდეგი სტატია{VIDEO} აფხაზეთში ახალი მავნებელი ე.წ. პალმის წითელი გრძელცხვირა გამოჩნდა