სენცოვი ევროპარლამენტის სახაროვის პრემიის კანდიდატი გახდა

უკრაინელი რეჟისორი ოლეგ სენცოვი, რომელიც რუსეთის კოლონიაში იხდის სასჯელს, ევროპარლამენტის სახაროვის სახელობის პრემია “აზრის თავისუფლებისთვის” ერთ-ერთი კანდიდატი გახდა. კანდიდატურების პრეზენტაცია 27 სექტემბერს ბრიუსელში, საგარეო საქმეთა და ადამიანის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მოხდა -ამის შესახებ ინფორმაციას “დოიჩე ველე” ავრცელებს.

სულ ფრაქციებს და ევროპარლამენტის დეპუტატთა ჯგუფს სახაროვის სახელობის პრემიაზე რვა ადამიანის წარდგენა შეეძლოთ, რომლებმაც საკუთარი ცხოვრება და მოღვაწეობა მსოფლიოში დემოკრატიული პრონციპებისა და ფუნდამენტალური უფლებების დაცვას მიუძღვნეს. განხილვის შემდეგ სიაში შევიდა ყველა წარდგენილი კანდიდატი.

სამი ფინალისტი 9 ოქტომბერს ხმისმიცემით დადგინდება. ლაურეატის შესახებ გადაწყვეტილებას 25 ოქტომბერს სტრასბურგში გამოაცხადებენ. პრემიის გადაცემის ცერემონია, ასევე სტრასბურგში 12 დეკემბერს ჩატარდება.

ყირიმელ ოლეგ სენცოვს 2015 წლის აგვისტოში, რუსეთში 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში ტერორისტული თანამეგობრობის შექმნის ბრალდებით. 2018 წლის 14 მაისიდან სენცოვი კოლონიაში შიმშილობს.

banner
წინა სტატიაშიქართული ფული რუსული კომპანიის ანგარიშზე – სად ირიცხება ბიუჯეტიდან 15 მილიონი ლარი
შემდეგი სტატიარუსეთმა Bellingcat -ის გამოძიება რუსლან ბოშიროვის შესახებ უარყო