აშშ-ის გადამდგარი ელჩის განცხადებით, “მეგობარი აქტი”, სავარაუდოდ, საბოლოოდ გავა კანონის სახით, სენატში მისი დამტკიცების შემდეგ:
“აქტმა გაიარა წარმომადგენელთა პალატა, აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერით, ორპარტიული მხარდაჭერით. ახლა ის არის სენატში. სენატში რამდენიმე ადამიანისგან მოვისმინე, რომ მათი აზრით, ეს კანონი საბოლოოდ გავა. ალბათ იცით, სენატი გასულ თვეში ბევრს მუშაობდა სხვა კანონმდებლობაზე. თუმცა, პოლიტიკური მნიშვნელობა მართლაც დიდია, ვინაიდან ის გაჩვენებს როგორ აღიქმება ამ მთავრობის მოქმედებები რესპუბლიკელებისა და დემოკრატების მიერ ჩვენს კონგრესში.
ეს არ არის აღმასრულებელი შტო და კონგრესი არ ლაპარაკობს აღმასრულებლის სახელით, მაგრამ ცალსახაა, რომ იქ არიან ძალიან გავლენიანი პოლიტიკოსები, რომლებსაც აქვთ ურთიერთობა აღმასრულებელ შტოსთან და ვფიქრობ, ეს ნაწილობრივ გაჩვენებს რა მოსდის საქართველოს რეპუტაციას” – ამბობს აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.















