სენატორმა პოლონეთის მთავრობა რუსოფობიის თავსმოხვევაში დაადანაშაულა

ფრანც კლინცევიჩი

ფრანც კლინცევიჩირუსეთის ფედერაციის საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილე ფრანც კლინცევიჩი, პოლონელი პროდიუსერის, მარეკ ჩუნკევიჩის თანამდებობიდან გათავისუფლებას გამოეხმაურა. ჩუნკევიჩმა პოლონურ არხზე მოწვეული რუსეთის კულტურის მინისტრს ვლადიმირ მედინსკს ჟურნალისტის ქცევის გამო ბოდიში გადაუხადა, რაც გახდა მისი განთავისუფლების მიზეზი.

კლინცევიჩის თქმით, პოლონეთში რუსოფობია სახელმწიფო პოლიტიკის დონეზეა. “პროდუსერი კი, რომელმაც ბოდიში გადაუხადა რუს მინისტრს ინტერვიუს დროს წამყვანის მოქმედებების გამო, ზუსტად ამიტომ იქნა განთავისუფლებული, რომ ამ ზოგად ლოგიკაში ვერ ჩაჯდა, რომელსაც პოლონეთის მთავრობა თავს ახვევს საკუთარ მოსახლეობას” – განაცხადა კლინცევიჩმა.
27 იანვარს მედინსკის პოლონეთში ვიზიტისას, რომელიც ჰოლოკოსტის მსხვერპლთა საერთაშორისო დღეს მიეძღვნა, ტელეწამყვანმა მარია პსელომეცმა მინისტრთან პირდაპირ ეთერში განიხილა პოლონეთის მთავრობის გადაწყვეტილება გენერალ ჩერნიახოვსკის ბარელიეფის დემონტაჟის შესახებ, რომელიც , ჟურნალისტის თქმით, პოლონელებს ხოცავდა. რუსეთის კულტურის მინისტრმა უარყო მისი ბრალდება და თქვა, რომ მთავარსარდალს არ გაუცია დახვრეტის ბრძანება, რაზეც ჟურნალისტმა უპასუხა, რომ მთავარსარდალმა მისი ბაბუა დახვრიტა.

როგორც მედინსკი ამბობს, ეთერის დასრულების შემდეგ, წამყვანმა მას უთხრა, რომ ბაბუის ისტორია გამოიგონა: “მან ღიმილით მითხრა, “იცით, ბაბუაჩემი დიდი ხნის შემდეგ დაიღუპა, სადღაც ციმბირში, ეს მე უბრალოდ ისე ვთქვი, ხატოვნად”.
ეთერის შემდეგ გადაცემის პროდუსერმა კულტურის მინისტრს ბოდიში გადაუხადა, რაც მისი განთავისუფლების მიზეზი გახდა.

banner
წინა სტატიაშისტამბულში პიკასოს ნახატის კონტრაბანდისტები დააკავეს
შემდეგი სტატიამერკელი: მშვიდობის აღდგენის შემდეგ ლტოლვილები საკუთარ სახლებში უნდა დაბრუნდნენ