სენატორმა დემოკრატმა კონგრესში 15 საათიანი მარათონი მოაწყო

დემოკრატი სენატორი, კრის მერფი თითქმის 15 საათი არწმუნებდა აშშ-ს კონგრესს, იარაღის გაყიდვის აკრძალვის აუცილებლობასთან დაკავშირებით იმ პირებზე, რომლებიც ტერორიზმში არიან ეჭვმიტანილი. თემაზე დებატები გაააქტიურა ორლანდოში გეი-კლუბზე თავდასხმამ, რომელსაც 49 ადამიანი ემსხვერპლა.
ე.წ. ფილიბასტერი, გუშინ დაიწყო. მერფიმ ტრიბუნიდან განაცხადა, რომ იქამდე ილაპარაკებს, სანამ დემოკრატები და რესპუბლიკელები კანონპროექტთან დაკავშირებით შეთანხმებას არ მიაღწევენ.

სენატორს სხვა დემოკრატებმაც დაუჭირეს მხარი: ისინი რიგ-რიგობით გამოდიოდნენ.
ფილიბასტერი, თეორიულად, შესაძლებელია დაუსრულებლად გაგრძელდს, რადგანაც, სენატორს გამოსვლის შეზღუდვა არა აქვს – მას შეუძლია ილაპარაკოს რამდენი ხანიც უნდა. რეგლამენტის თანახმად, სენატორის გასაჩერებლად საჭიროა დარბაზში მყოფთა ხმების 60%.

საბოლოოდ, თემა განიხილებოდა 14 საათისა და 50 წუთის მანძილზე – “ბიბისი” წერს. ამის შემდეგ კრის მერფის “ტვიტერზე” გამოჩნდა შეტყობინება: “სიამაყით გაცნობებთ, რომ 14 საათი დებატების შემდეგ ჩვენ კენჭს ვუყრით იმას, რომ ტერორისტებისათვის იარაღის გაყიდვა შეიზღუდოს”.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ალასანია იმედოვნებს, რომ ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებული პირების შეწყალებაზე პრეზიდენტი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს
შემდეგი სტატიაზურაბ აბაშიძე: ყველა ფლანგზე გაიხსნება ეს ბრძოლა, რომელიც ამ ადამიანების გათავისუფლებით დასრულდება