სენატორი თომ თილისი – ბაიდენმა პუტინს „მწვანე შუქი“ აუნთო

ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინს „მწვანე შუქი“ აუნთო, – ამის შესახებ ამერიკელი სენატორი თომ თილისი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. თილისი აკრიტიკებს აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას, სადაც რუსეთის უკრაინაში შესაძლო ინტერვენციაზე საუბრისას ბაიდენმა „მცირე შეჭრა“ ახსენა.

„სამარცხვინოა, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა მწვანე შუქი აუნთო ვლადიმერ პუტინს უკრაინაში შესაჭრელად, სანამ ეს არის „მცირე შეჭრა“, დაშოშმინების პოლიტიკა ყოველთვის წარუმატებელია“,- წერს სენატორი „ტვიტერში“.

banner
წინა სტატიაშიგზების დეპარტამენტი – საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები ყველა მიმართულებით უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს
შემდეგი სტატიამოთხოვნის შემთხვევაში, სახალხო დამცველს მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დეტალურ ინფორმაციას მივაწვდით – სახელმწიფო ინსპექტორი