სენატორი – რუსეთი დასავლურ კომპონენტებს მეზობელი ქვეყნებიდან, მათ შორის, საქართველოდანაც იღებს

რუსეთი დასავლურ კომპონენტებს მეზობელი სახელმწიფოებიდან, მათ შორის, საქართველოდან იმპორტის გზითაც იღებს – ამის შესახებ განცხადება ამერიკელმა სენატორმა, რიჩარდ ბლუმენთალმა მოსმენაზე გააკეთა.

მან ამერიკელ მწარმოებლებს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა, რადგან მათი ჩიპები უკანონოდ არ მოხვდნენ რუსი სამხედროების მიერ გამოყენებულ აღჭურვილობაში.

“Intel”, “AMD”, “Analog Devices” და “Texas Instruments” – ეს ის კომპანიებია, რომელთა მიერ წარმოებულ ტექნოლოგიებს რუსეთის საოკუპაციო ძალები უკრაინის წინააღმდეგ ომში იყენებს.

მიუხედავად ექსპორტის კონტროლის მნიშვნელოვანი გაფართოებისა, ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ რუსული სამხედრო აღჭურვილობის მრავალი უცხოური კომპონენტი დასავლეთის ქვეყნებიდანაა. რუსულ სამხედრო აღჭურვილობაში აღმოჩენილი თითქმის 2800 უცხოური კომპონენტის 70 პროცენტზე მეტი, სავარაუდოდ, ამერიკული ფირმებისგან იყო.

გასაგებად რომ ვთქვათ, ქვეკომიტეტს არ მიუღია რაიმე მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ სამხედრო კომპონენტების ამერიკელი მწარმოებლები, როგორიცაა ნახევარგამტარები, არღვევენ აშშ-ს ექსპორტის კონტროლს.

ამის ნაცვლად, წინასწარი ინფორმაციის საფუძველზე, როგორც ჩანს, არასანქცირებული ქვეყნები – კერძოდ სომხეთი, ფინეთი, საქართველო, ყაზახეთი და თურქეთი – ლეგალურად ახორციელებენ აშშ-დან სამხედრო კომპონენტების იმპორტს და შემდეგ პირდაპირ ან ირიბად ახორციელებენ ნახევარგამტარების ექსპორტს რუსეთში საბოლოო მომხმარებლებისთვის”, – თქვა მან.

banner
წინა სტატიაშისამგორში 22 წლის გოგოს მკვლელობის საქმეზე 2003 წელს დაბადებული ოთარ ცინდელიანი დააკავეს, პოლიციამ ის ზუგდიდში აიყვანა
შემდეგი სტატიარას არ აკეთებს საქართველოს ხელისუფლებაა ცხრა დათქმის შესასრულებლად