მინდა, ყურადღება მივაპყრო ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობას. ის არის საქართველოში ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც უკვე 10 თვეა ციხეში იმყოფება იმის გამო, რომ რეჟიმის პარტიის, ქართული ოცნების პოსტერზე დაწერა და ის სწორად შეაფასა იმად, რაც სინამდვილეში არის ქართული ოცნება,- ამბობს იტალიის სენატში გამართულ მოსმენაზე სენატორი ფილიპო სენსი.
,,ადვოკატების თქმით, რომლებიც მას ციხეში ესტუმრნენ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, გადაადგილების მზარდი სირთულეები და არ უტარდება მკურნალობა. საქართველოში პოლიტიკური და სამოქალაქო სიტუაცია სულ უფრო და უფრო მყიფე ხდება მიუხედავად ამ ადამიანების სიმამაცისა, რომლებიც უკვე თვეებია ქუჩაში გამოდიან რეპრესიების, პატიმრობებისა და რეჟიმის ანტიდემოკრატიული კანონების წინააღმდეგ. საქართველოს მთავრობა სულ უფრო მეტად ეძებს აღიარებას ევროპაში, სწორედ ამიტომ ჩვენ ვითხოვთ მკაფიოდ გაჟღერდეს აღმასრულებელი ხელისუფლების ხმა თბილისის რეჟიმისა და მისი მხრიდან თავისუფალი, განსხვავებული აზრის მქონე ხმების რეპრესიების წინააღმდეგ”,- ამბობს იტალიის სენატში გამართულ მოსმენაზე სენატორი ფილიპო სენსი.
17 ივნისს ელენე ხოშტარიას ადვოკატმა განაცხადა, რომ პოლიტიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და ის გადასაადგილებლად ხელჯოხს იყენებს. მოგვიანებით, პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა განცხადება და დაწერა: “ელენე ხოშტარიას დიაგნოზის აბსოლუტური უმეტესობა დადგენილი ჰქონდა დაწესებულებაში შემოსახლებამდე და ისინი წარმოადგენს ქრონიკულ დაავადებებს, რომელთათვისაც დამახასიათებელია პერიოდული გამწვავება”.















