15.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 11, 2026
banner

სენატორი ლინდსი გრემი: თუ ირანი პროვოკაციას გააგრძელებს, აშშ-ის პრეზიდენტმა სამხედრო დარტყმები უნდა განაახლოს

რესპუბლიკელმა სენატორმა, ლინდსი გრემმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპმა ირანში სამუშაო უნდა დაასრულოს, ყველაფერი გააკეთოს, რათა ჰორმუზის სრუტე კომერციული ვაჭრობისთვის კვლავ გახსნას და ირანს ბერკეტები წაართვას.

როგორც გრემმა „ფაინენშალ თაიმსთან“ ინტერვიუში აღნიშნა, იმ შემთხვევაში თუ ირანი პროვოკაციას გააგრძელებს, აშშ-ის პრეზიდენტმა სამხედრო დარტყმები უნდა განაახლოს.

რესპუბლიკელმა სენატორმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირანი სამშვიდობო მოლაპარაკებებში თუ „მკაცრ პოლიტიკას“ გააგრძელებს, ტრამპის ადმინისტრაცია ამას წინააღმდეგობას გაუწევს.

მისივე თქმით, აშშ-მა ნებისმიერი რამ უნდა მოიმოქმედოს, რათა ჰორმუზის სრუტე კომერციული ვაჭრობისთვის კვლავ გახსნას და „ირანს ბერკეტები წაართვას“.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურამ ქუთაისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარუდგინა
შემდეგი სტატიაარაბთა გაერთიანებულ საამიროებში საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული ყველა შეზღუდვა მოხსნეს