სენატორი ლინდსი გრემი – რას ვფიქრობ კურსკზე? თამამი, ბრწყინვალე, ლამაზი

რას ვფიქრობ კურსკზე? თამამი, ბრწყინვალე, ლამაზი, – ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა, ლინდსი გრემმა კიევში, დემოკრატ სენატორთან, რიჩარდ ბლუმენტალთან ერთად ვიზიტისას განაცხადა.

გრემმა ბაიდენის ადმინისტრაციას უკრაინისთვის საჭირო იარაღის მიწოდებისკენ მოუწოდა.

„რას ვფიქრობ კურსკზე? თამამი, ბრწყინვალე, ლამაზი. ასე გააგრძელეთ. რაც შეეხება ადმინისტრაციას, მიეცით მათ იარაღი, რომელიც სჭირდებათ იმ ომის მოსაგებად, რომლის წაგების საშუალებაც არ აქვთ“, – განაცხადა გრემმა.

სენატორებთან შეხვედრას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის.

„დღეს მე გავმართე შეხვედრა აშშ-ის სენატის დელეგაციასთან, მათ შორის სენატორებთან გრემსა და ბლუმენტალთან. მადლიერება გამოვხატე ჩვენი მხარდაჭერისთვის. გადამწყვეტია, რომ უკრაინელებიც და ამერიკელებიც გამარჯვებულები გახდნენ ნორმალური ცხოვრებისა და ხალხის თავისუფლების საერთო დაცვაში. ჩვენ განვიხილეთ, რა არის კონკრეტულად საჭირო ამ ომის სამართლიანი დასასრულისთვის. მე საფუძვლიანად ავუხსენი ჩვენი საჭიროება შორ მანძილზე მოქმედი შესაძლებლობების შესახებ“, – წერს ზელენსკი.

banner
წინა სტატიაშივედანტ პატელი – აშშ შეშფოთებულია ცნობებით იმის შესახებ, რომ ირანი გეგმავს ასობით ბალისტიკური რაკეტის რუსეთისთვის მიწოდებას
შემდეგი სტატიატრაგედია ზუგდიდში – საერთო საცხოვრებლის მეექვსე სართულის ბინაში გაჩენილ ხანძარს 6 წლის ტყუპი ბავშვების სიცოცხლე ემსხვერპლა