სენატორი კორი ბუკერი აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას

დემოკრატმა კორი ბუკერმა, რომელიც სენატში ნიუ-ჯერსის შტატს წარმოადგენს, პარასკევს განაცხადა, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მარათონში მიიღებს მონაწილეობას. მან ამერიკელებს მოუწოდა “საერთო მიზნის სახელით” გაერთიანდნენ. სენატორმა ამის შესახებ “ტვიტერში” დაწერა. ბუკერი მეორე აფროამერიკელია, რომელმაც არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა წამოაყენა. “მჯერა, რომ ჩვენ შევძლებთ ისეთი ქვეყნის შემქნას, სადაც არავინ იქნება დავიწყებული ან არავინ იქნება უყურადღებოდ დატოვებული, სადაც ყველა რაიონში იქნება შესაძლებელი კარგად ანაზღაურებადი სამუშაოს პოვნა გარანტიებითა და კომპენსაციებით, სადაც სასამართლო სისტემა უსაფრთხოების გარანტია იქნება იმის ნაცვლად რომ ბავშვებს გისოსებს მიღმა და კუბოებში უშვებდეს, სადაც ჩვენ სიამაყის გრძნობა გვექნება და არა სირცხვილის, როცა ჩვენს ლიდერებს ტელეეკრანებზე ვხედავთ” – ბუკერმა ამომრჩევლებისადმი ვიდეომიმართვაში თქვა – “ამერიკის ხმა” წერს.

აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში, ასევე, მონაწილეობას მიიღებენ დემოკრატები ელიზაბეტ უორენი, კამალა ჰარისი და კრისტენ ჯილიბრენდი.

banner
წინა სტატიაშიცოტნე გამსახურდია: ესენი რაზე ფიქრობენ? მონად წასული დედა ფულს როდის გამოუგზავნის?
შემდეგი სტატიაელისო კილაძე: ეს არის ვაჟა ციცილოშვილი,რომელიც გელა ღურწკაიამ დაასახელა