სენატორი ჯონსონი: თუ არჩევნები დემოკრატიულად არ ჩატარდა, დასავლეთთან ინტეგრაცია გართულდება

“თუ ქვეყანა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას ვერ შეძლებს], ვფიქრობ, მოხდება ის, რომ ქართველი ხალხი ვერ იხილავს პროგრესს, რომლის დანახვაც სურს სტაბილური დემოკრატიისა და დასავლეთთან უფრო ღრმა ინტეგრაციის თვალსაზრისით. ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს. რუსეთს სურს, საკუთარი მეზობლების ტერიტორიაზე დესტაბილიზაციის გამოწვევა. მათ არ სურთ სამეზობლოში წარმატებული დემოკრატიები, რადგან ეს ცუდად აისახება რუსეთზე.

თუ საქართველო ვერ შეძლებს ლეგიტიმური და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას და თუ არჩევნებს დამკვირვებლები სამართლიანად და თავისუფლად არ შეაფასებენ, ეს იმას ნიშნავს, რომ გაცილებით გართულდება ქართველი ხალხის უდიდესი ნაწილის მიზნის შესრულება, რაც მდგომარეობს დასავლეთთან ინტეგრაციაში, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაში და თითოეული მოქალაქის უსაფრთხო და ეკონომიკურად განვითარებულ გარემოში ცხოვრებაში”-აცხადებს სენატის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტის უფროსი, რესპუბლიკელი სენატორი რონ ჯონსონი ამერიკის ხმასთან ინტერვიუში.

წინა სტატიაშიგიორგი გახარიას მიმართვა საქართველოსთვის
შემდეგი სტატიაჯინ შაჰინი:სააკაშვილის ჩამოსვლა სიტუაციის განმუხტვას არ დაეხმარება