სენატორი ჯონ მაკკეინი საავადმყოფოში გადაიყვანეს

ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი ჰოსპიტალიზებულია. ამის შესახებ გამოცემა People წერს.

„ამჟამად სენატორი მაკკეინი კიბოს თერაპიის გვერდითი მოვლენების ნეიტრალიზაციის მიზნით ვალტერ რიდის სამედიცინო ცენტრში მკურნალობას გადის.როგორც ყოველთვის, ის მადლობას უხდის ექიმებს მათი მუშაობისთვის, მეგობრებს და მხარდამჭერებს კი – კეთილი სურვილებისთვის. სენატორი მაკკეინი მოუთმენლად ელის სამსახურში დაბრუნებას რაც შეიძლება მოკლე დროში“, – ნათქვამია სენატორის წარმომადგენლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სენატორის განმარტებით, მას კიბოს აგრესიული ფორმა აქვს, თუმცა მკურნალობის პროგნოზი საკმაოდ ოპტიმისტურია.

ჯონ მაკკეინს ტვინის კიბოს დიაგნოზი ივლისის ბოოლოს დაუსვეს. 80 წლის პოლიტიკოსს ქირურგებმა მარცხენა თვალთან შედედებული სისხლი ამოუღეს. პროცედურის შემდეგ ქსოვილების ანალიზმა აჩვენა, რომ წარმონაქმნის პირველწყარო გლიობლასტომაა.

შედედებული სისხლი მაკკეინს იმ ადგილთან ახლოს აღმოუჩინეს, სადაც მას 2000 წელს მელანომა, ანუ კანის კიბო ჰქონდა. სულ პოლიტიკოსს სამი მელანომა ამოკვეთეს 1993, 2000 და 2003 წლებში და სამივე ნულოვან სტადიაზე იყო.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკორეალიზატორი დააკავა
შემდეგი სტატია“არსებობს სასამართლოს მიმართ პირდაპირი დავალება, რომ ახალ წლამდე დასრულდეს ეს პროცესი”-ბიბილაშვილი სააკაშვილის საქმეზე საუბრობს