სენატორი ჯონ მაკკეინი, ოპერაციის შემდეგ, სენატში დაბრუნდა

სენატორი ჯონ მაკკეინი, ოპერაციის შემდეგ, სენატში დაბრუნდა. რესპუბლიკელი სენატორის გამოჩენას მისი კოლეგები ოვაციებით შეხვდნენ.

მაკკეინი სენატში ჯანდაცვის ახალი რეფორმის შესახებ კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად მივიდა. დარბაზში შესულ პოლიტიკოსს კანონმდებლები ტაშით შეხვდნენ.

„ცოტა ხნით მივდივარ სახლში სამკურნალოდ, მაგრამ ყოველთვის დაბრუნდები, რათა განანოთ ის კარგი სიტყვები, რაც თქვით ჩემს შესახებ რამდენიმე დღის წინ, როდესაც ჩემი ავადმყოფობის შესახებ შეიტყვეთ“ – აღნიშნა ჯონ მაკკეინმა.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ამერიკელ სენატორ ჯონ მაკკეინს ტვინის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. საუბარია სიმსივნის მძიმე ფორმაზე. მაკკეინს მკურნალობის კურსი სხივურ თერაპიას და ქიმიოთერაპიას მოიცავს.

ჯონ მაკკეინი ამჟამად სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს იკავებს. 2008 წელს ის აშშ-ის პრეზიდენტად იყრიდა კენჭს. ვეტერანი სენატორი ცნობილია თავისი ხისტი და კრიტიკული პოზიციით რუსეთის მოქმედი ხელისუფლების მიმართ.

 

https://youtu.be/98BiHvQD4vk

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს კონგრესის ქვედა პალატამ ხმა მისცა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს
შემდეგი სტატიააშშ-ს გემმა სპარსეთის ყურეში ირანულ გემს ცეცხლი გაუხსნა