33.9 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

სენატორი ივან სკალფაროტო: ელენე არის ნამდვილი ევროპა საქართველოში და არა ისინი, ვინც მას აპატიმრებენ

“ელენე ხოშტარია, ქართველი ოპოზიციონერი ლიდერი, დააპატიმრეს იმის გამო, რომ რეჟიმის პლაკატზე დაწერა „რუსული ოცნება“. ახლა კი ექიმები აფრთხილებენ, რომ სათანადო სამედიცინო დახმარების გარეშე მის ჯანმრთელობას შეუქცევადი დაზიანების საფრთხე ემუქრება, ციხის ადმინისტრაცია კი დუმს,– წერს იტალიელი სენატორი ივან სკალფაროტო სოციალურ ქსელში.

,,ელენე არის ნამდვილი ევროპა საქართველოში და არა ისინი, ვინც მას აპატიმრებენ. გაათავისუფლეთ იგი!”,– წერს სენატორი.

დღეს ელენე ხოშტარიას ადვოკატმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება. ის გადასაადგილებლად ხელჯოხს იყენებს. მოგვიანებით პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა, რომ “დიაგნოზის აბსოლუტური უმეტესობა ელენე ხოშტარიას დადგენილი ჰქონდა დაწესებულებაში შემოსახლებამდე”. ნაკლების ჩვენება

banner
წინა სტატიაშითიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს
შემდეგი სტატიაპაპუნა ჯანელიძე: მძიმეა ყოველი დღე, როცა პოლიტპატიმრები ჰყავს ქვეყანას