თავმჯდომარის მოადგილემ დმიტრი მედვედევმა სტამბოლში უკრაინასთან მოლაპარაკებების „ნამდვილი მიზნის“ შესახებ განცხადებით მკაფიოდ მიანიშნა, რომ რუსეთი მშვიდობით დაინტერესებული არ არის. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.
გრეჰემის კომენტარი მოჰყვა მედვედევის განცხადებას, რომ სტამბოლში მოლაპარაკებები საჭიროა„არა კომპრომისული მშვიდობისთვის“, „გამოგონილი, არარეალური პირობებით“, არამედ რუსეთის „უსწრაფესი გამარჯვებისთვის“. საპასუხოდ, რესპუბლიკელმა სენატორმა მედვედევს „რუსული პროპაგანდისტული მანქანის მხრიდან პატიოსნების იშვიათი გამოვლინება“ მიულოცა.
„მადლობელი ვარ თქვენი, რომ მსოფლიოს ნათლად აუხსენით, რომ პუტინი და რუსეთი ოდნავადაც არ არიან დაინტერესებული მშვიდობით“, – დაწერა ამერიკელმა სენატორმა.