სენატორებმა საუდის არაბეთისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტის შესახებ კანონპროექტი შეიმუშავეს

სენატორ-რესპუბლიკელებისა და დემოკრატების ჯგუფმა წარადგინეს კანონპროექტი, რომელიც ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის სტამბულში, საუდის არაბეთის საკონსულოში მკვლელობისა და, ასევე, იემენში სამოქალაქო ომის დამანგრეველი შედეგების გამო, ერ-რიადის წინააღმდეგ ზომებს განსაზღვრავს.

კანონპროექტი ითვალისწინებს საუდის არაბეთისთვის იარაღის მიწოდების შეჩერებას და აშშ-ს უკრძალავს საწვავი ჩაუსხას საუდის სამხედრო თვითმფრინავებს, რომლებიც იემენში იბრძვიან.
გარდა ამისა, კანონპროექტი ადგენს იმ პირების მიმართ სანქციებს, რომლებიც იემენში ჰუმანიტარულ წვდომას ბლოკავენ.
კანონპროექტი, რომელიც რესპუბლიკელებმა და დემოკრატებმა ერთად შეიმუშავეს, უკმაყოფილებას გამოხატავს იემენში მიმდინარე მოვლენების გამო, სადაც საუდის არაბეთის წყალობით 10 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, დღეისათვის კი უმწვავესი ჰუმანიტარული კრიზისია. “ამერიკის ხმა” იტყობინება, რომ სანქციები შესაძლებელია, გაიზარდოს.

banner
წინა სტატიაშითეთრი სახლი ერდორანის “პირადი მტრის” შესაძლო ექსტრადაციის საკითხს განიხილავს
შემდეგი სტატია,,ჰააგაში ქართველი სამხედროების პასუხისმგებლობის საკითხი ვერ დადგება, ისინი საკუთარ ქვეყანას იცავდნენ”