სენატორები და კონგრესმენები – გაათავისუფლეთ პოლიტპატიმრები

საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, აშშ-დან ორპარტიული განცხადება გაკეთდა.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წამყვანმა რესპუბლიკელმა სენატორმა, ჯიმ რიშიმ, ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ, სენატორმა ჯინ შაჰინმა და წარმომადგენელთა პალატის მხრიდან, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა, რესპუბლიკელმა ადამ კინზინგერმა და დემოკრატმა ჯერი კონოლიმ საქართველოს მთავრობას პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდეს.

“საქართველოს მთვრობის გადაწყვეტილება, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში ძალადობრივი რეიდის შედეგად, ნიკა მელიას და ათობით აქტივისტის დაკავების შესახებ ფუნდამენტურად შემაშფოთებელია. სამართალდამცველების და სასამართლოს ბინძური გამოყენება პოლიტიკურად მოტივირებული მოქმედებისთვის საფრთხეს უქმნის იმას, რაც დარჩა ქართული დემოკრატიისგან და ევროატლანტიკური კურსისგან.

მოგიწოდებთ დაუყოვნებლივ გაათავისუფლოთ პოლიტიკური პატიმრები ბატონი ნიკა მელიას და გიორგი რურუას ჩათვლით. ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა შეწყვიტოს პროვოკაციები და მოილაპარაკოს ამ კრიზისიდან მშვიდობიან გამოსავალზე”. – ნათქვამია ორპარტიულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშითეთრი სახლის ეროვნული უშიშროების მრჩეველი: შეშფოთებული ვართ ნიკა მელიას დაკავებით
შემდეგი სტატიაჰელსინკის კომისია – გაათავისუფლეთ მელია