სენატის საგარო კომიტეტის თავმჯდომარე: საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური დევნა შემაშფოთებელია

საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, პოლიტიკურ კრიზისს და ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებებს, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმ რიში ეხმაურება. სენატის საგარო კომიტეტის თავმჯრომარე აცხადებს რომ პოლიტიკური დევნა შემაშფოთებელია და ასევე მოუწოდებს მმართველ გუნდს, იპოვოს გამოსავალი პოლიტიკური კრიზისიდან.

“მე ღრმად შეშფოთებული ვარ იმით, რასაც საქართველოდან სულ უფრო ხშირად ვიგებ – მმართველი პარტია ოპოზიციის ებრძვის ძალადობრივი თავდასხმებით, დაკავებებით და შევიწროვების სხვა ფორმებით. საქართველო იდგა ნათელი დემოკრატიული მომავლისკენ გზაზე და მე ვშიშობ, რომ გასული თვეების მოვლენები ქვეყანას უკან ხევს. მე დაჟინებით მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას შეასრულოს მისი პირობა საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებაზე და ითანამშრომლოს ოპოზიციასთან იმისთვის, რომ იპოვოს შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გონივრული, მშვიდობიანი და სამართლიანი გამოსავალი”, – ამბობს რიში.

banner
წინა სტატიაშიმმართველმა გუნდმა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კონკრეტული წინადადებები მოამზადა
შემდეგი სტატიამღვდელმონაზონი ანდრია (სარია): ნუ გვანგრევთ, მოგვეცით სიცოცხლის საშუალება…