სენატიდან მორიგ მწვავე განცხადებებს უნდა ველოდოთ – ნადირაძე

“უნდა ველოდოთ მორიგ მწვავე განცხადებებს” – ასე ეხმაურება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ირაკლი ნადირაძე 30 ივლისს, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, ევროპის მომავლის შესახებ მოსმენას, სადაც მთავარი ფოკუსი საქართველო, უკრაინა და სხვა ძირითადი საკითხები იქნება.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ სტრატეგიული პარტნიორების რჩევების უგულებელყოფა ის მთავარი მიზეზია, რის გამოც შტატები საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდება.

დარწმუნებული ვარ, რომ იქნება მწვავე დებატები და განხილვები, რადგან, რა თქმა უნდა, ამ განხილვამდე არაფერს სასიკეთოს არც ბიძინა ივანიშვილი და არც “ქართული ოცნება” არ გააკეთებს. მე დარწმუნებული ვარ, რომ უნდა ველოდოთ მორიგ მწვავე განცხადებებს, ერთი მხრივ, ბიძინა ივანიშვილის და “ქართული ოცნების” მხრიდან და მეორე მხრივ, უპირობო და ორპარტიული მხარდაჭერას ქართველი ხალხის და მათი ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ”, – ამბობს ირაკლი ნადირაძე.

banner
წინა სტატიაშიწალენჯიხაში, სოფელ ობუჯში 41 წლის მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა
შემდეგი სტატიავლადიმერ პუტინი სირიის პრეზიდენტს შეხვდა