სენაკში თვითიზოლაციაში 2 ქალბატონი იმყოფება

სენაკში, იტალიიდან ჩამოსული ორი პირი თვითიზოლაციაშია, – ამის შესახებ სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ანა ჭიჭაღუა აცხადებს
„ორივე შუახნის ქალბატონია.მათ ამ ეტაპზე სიმპტომები არ აღენიშნებათ, ვაკვირდებით, მონიტორინგს ვახდენთ და ყველაფერი რიგზეა,თუმცა ერთი ქალბატონის მეზობლები,რომელმაც საზღვარი 4 მარტს გადაკვეთა,პანიკაში არიან, ჩვენ ყველა შესაბამისი სამსახურები ჩავაყენეთ საქმის კურსში “, – ამბობს ანა ჭიჭაღუა.
ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 15 შემთხვევა დადასტურდა.

banner
წინა სტატიაშიბათუმის ნავსადგურიდან ინფექციურ საავადმყოფოში საეჭვო სიმპტომებით ერთი პირი შეიყვანეს
შემდეგი სტატიაალეკო ელისაშვილი ოპოზიციური პარტიების შეხვედრებში მონაწილეობას აღარ მიიღებს