სენაკში, ტაქსის სალონში დაგროვილი გაზი აალდა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავდა ორი ადამიანი – მძღოლი და ერთი მგზავრი.
ორივე დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა კლინიკა „არქიმედეში“ გადაიყვანა.
როგორც კლინიკაში აცხადებენ, პაციენტების მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.


















