სენაკში სუსის თანამშრომელი ფარული თვალთვალის ფაქტზე გამოიჭირეს

სენაკში, სუს-ის თანამშრომელი ოპოზიციას ფარულად იწერდა – სუს-ის თანამშრომელი მურად ჭანტურია ფარულ გადაღებას ოპოზიციის შტაბის წინ მდებარე სახლიდან აწარმოებდა. სენაკის „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის წევრებმა ვიდეოკამერა შეამჩნიეს და, როგორც „თაიმერის“ ადგილობრივი კორესპონდენტი იტყობინება, პირდაპირ “შეიჭრნენ” იმ სახლში, საიდანაც მიმდინარეობდა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის გადაღება.
სუს-ის თანამშრომელმა მოასწრო მეხსიერების ბარათის ვიდეოკამერიდან ამოღება და რამდენიმე საათის განმავლობაში, პირის ღრუში ჰქონდა დამალული. ჭატურია პოლიციამ დააკავა და ამ წუთებში მიმდინარეობს მისი გამოკითხვა.
სენაკში ოპოზიციური პარტიები კონსულტაციებს ხვალისთვის რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით მართავდნენ. შეგახსენებთ: ხვალ პარლამენტის შენობასთან მოქალაქეები ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს მხარდაჭერას კიდევ ერთხელ გამოუცხადებენ.

 

 

 

 

[fbvideo link=”https://www.facebook.com/miranda.mircxulava/videos/1778822612183441/” width=”500″ height=”400″ onlyvideo=”1″]

 

 

 

banner
წინა სტატიაშიგომბორზე მომხდარი ავარიის საქმეზე შსს-მ მიკროავტობუსის მძღოლი დააკავა
შემდეგი სტატიაგანხეთქილება “დიდ შვიდეულში”: ტრამპთან ვერ მოილაპარაკეს