25.6 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 20, 2026
banner

სენაკში სტიქია მძვინვარებს – კადრები ადგილიდან

სენაკში სტიქია მძვინვარებს. ადიდებულმა წყალმა ქუჩები მთლიანად დაფარა, ძლიერმა ნაკადმა კი ავტომობილი გზის დამცავ კონსტრუქციასთან მიიტანა. დაზიანებულია საგზაო ინფრასტრუქტურაც.

წყალს თან მიაქვს ნარჩენები და სხვადასხვა კონსტრუქციის ნაწილები.

ძლიერი წვიმის შედეგად ქალაქში გადაადგილება მნიშვნელოვნად არის გართულებული. მოსახლეობას მოუწოდებენ, თავი შეიკავონ დატბორილ ქუჩებზე გადაადგილებისგან და გაითვალისწინონ შესაბამისი სამსახურების რეკომენდაციები.

სტიქიის ზონონაში მუშაობენ ქალაქის მერიის შესაბამისი სამსახურები.

banner
წინა სტატიაშიბერდია სიჭინავა: პარლამენტში მომხდარმა ძალადობამ „ქართული ოცნების“ განცხადებები სიძულვილის ენასა და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ გააბათილა
შემდეგი სტატია„ოპოზიციის ალიანსი“ : ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ერთადერთი გზაა მისი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა