სენაკში შუახნის ქალი მოკლეს

15281083_1828997750718557_853113761_nსენაკში მკვლელობა მოხდა. შუახნის ქალს ცეცხლსასროლი იარაღიდან შვიდჯერ ესროლეს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, ბრალდებულიც ქალბატონია და მოკლულს მისი ვალი ჰქონდა, რაც 2 500 ლარს შეადგენდა.

როგორც „თაიმერ“-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

უწყების ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია.

banner
წინა სტატიაშიიტალიაში 26 წლის ქართველი ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს
შემდეგი სტატიაწმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის რუსთავის საკათედრო ტაძრის ტერიტორიაზე გამწვანების აქცია გაიმართა