სენაკში რესპუბლიკური პარტია მასობრივად დატოვეს

RESPUBLIKELEBIსენაკში 25-მა  რესპუბლიკელმა პარტია დატოვა, მათ შორის 2 კომიტეტის წევრია. პარტია დატოვეს საჯარო მოხელეებმა, აიპ-ის თანამშრომლებმა – “თაიმერს” ინფორმაცია ექსკლუზიურად მიაწოდეს. რა გახდა პარტიის დატოვების მიზეზი, წყარო არ განმარტავს. რესპუბლიკური პარტიის სენაკის ორგანიზაცია სულ 88 წევრს ითვლიდა. პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ბადრი ხურცია “თაიმერთან” საუბარში ადასტურებს აღნიშნულ ინფორმაციას, თუმცა, ამბობს, რომ პარტია დატოვა 20-მდე წევრმა. შეკითხვაზე, თვითონ აპირებს თუ არა პარტიიდან წასვლას, ხურცია პასუხობს: “ჯერჯერობით არა, ხვალ არ ვიცი რა იქნება”.
პირები, რომლებმაც დღეს რესპუბლიკური პარტია დატოვეს, სენაკის მუნიციპალიტეტში წამყვან პოზიციებზე იმყოფებოდნენ. “თაიმერის” ინფორმაციით, ახლა ისინი მმართველ პარტიაში აპირებენ პორტირებას.
” სენაკში რესპუბლიკური პარტია დაიშლება” – ამბობს სააგენტოს წყარო.

banner
წინა სტატიაში,,ვფიქრობ, სამი თვით ადრე საარჩევნო კამპანიის დაწყება წინგადადგმული ნაბიჯია”
შემდეგი სტატიაარჩევნების შესახებ პრეზიდენტსა და მთავრობას შორის შეუთანხმებლობის შემთხვევაში, ”საარჩევნო კოდექსში”, შესაძლოა, ცვლილებები შევიდეს