ცოტა ხნის წინ, სენაკში, მშვიდობის ქუჩაზე ქვეითად მოსიარულე 44 წლამდე ასაკის მამაკაცს, ავტომობილი დაეჯახა.
დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკა „არქიმედეში“ გადაიყვანა.
მედიკოსების შეფასებით, პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.
დამატებითი დეტალების არსებობის შემთხვევაში, “თაიმერი” ინფორმაციას განაახლებს.


















