სენაკში ქურდობის ბრალდებით, 1998 წელს დაბადებული ბ.ჯ. სენაკში დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სენაკის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით, 1998 წელს დაბადებული ბ.ჯ. სენაკში დააკავეს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სენაკში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში ფარულად შეაღწია, სადაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა კომპიუტერის მონიტორს, ელექტრობურღს, ელექტროსახრახნისს, ტელევიზორს, ვიდეოკამერას და სხვადასხვა საოჯახო ნივთს.

სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ბინაში უკანონო შეღწევით ქურდობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ პირებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ
შემდეგი სტატიარატომ დაემალა ჟურნალისტებს მეუფე გრიგოლ კაცია და რატომ მიიღო საპატრიარქოსგან შენიშვნა