სენაკში “ქართული ოცნების” ოფისს ბოქლომი დაადეს

სენაკში “ქართული ოცნების” ოფისი დააბოქლომეს.

როგორც “შენების მოძრაობის” სენაკის ორგანიზაციის წარმომადგენელმა გიგა გარუჩავამ განაცხადა, მან მმართველი პარტიის ოფისს ბოქლომი დღეს დილით დაადო.

“ქართული ოცნება” არის მატყუარა, 7 წელიწადია ხალხს ატყუებენ, ამიტომაც დავადე ბოქლომი,” – ამბობს გარუჩავა.

დაბოქლომების აქცია ქვეყნის მასშტაბით ყველა რეგიონში ორი დღის წინ გაიმართა.

banner
წინა სტატიაშისამებაში ჩვილთა მორიგი საყოველთაო ნათლობა გაიმართება
შემდეგი სტატიაოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რეჟიმის მუქარა