სენაკში, მდინარე ტეხურას მიმდებარე ტერიტორიაზე 8 წლის ნიკა გაბეჩავას ცხედარი იპოვეს.
შსს-განცხადებით,მდინარესთან კიდევ ერთი პირი იმყოფებოდა, რომელიც ამჟამად დაკავებულია. მის წინააღმდეგ საქმე 129-ე მუხლითაა აღძრული, რაც დაუხმარებლობას გულისხმობს.
მოზარდის ოჯახი მკვლელობის ვერსიაზე საუბრობს და მეზობელს ადანაშაულებს. დაკავებული 8 წლის ბიჭის მეზობელია.
შინაგან საქმეთა სამინისტრო “თაიმერის” ინფორმაციას ადასტურებს. გარდაცვალებბის მიზეზის დასადგენად დანიშნულია ექსპერტიზა.
შეგახსენებთ სენაკში 8 წლის ბიჭი 23 თებერვალს გაუჩინარდა.მოზარდს გულის პრობლემები აღენიშნებოდა. ოჯახი კი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს, ამიტომ არასრულწლოვანი ბოთლებსა და ჯართს ხშირად აგროვებდა.