,,სენაკში მსოფლიოს მერვე საოცრება ასებობს!,,

მსოფლიოში ვერსად ვერ ნახავთ იმას, რაც სენაკის მუნიციპალიტეტის მენჯის თემში, საწულეისკირიოს უბანში შეიძლება ნახოთ… აქ, სენაკი-ჩხოროწყუს ცენტრალური მაგისტრალის  მე-7-ე კილომეტრზე, პირდაპირ შუაგზაზე, მდინარე მოჩუხჩუხებს და ტბებს ქმნის… წვიმის წყალი ან სხვა რამ არ გეგონოთ, ,,დედამიწის გულიდან ამოხეთქილი,, არტეზიული წყალია, რომელიც იქვე ახლოს მდგარი წყალსაქაჩის, დენიკინის დროინდელმა მილებმა ვერ შეაკავა და შუაგზაზე ამოხეთქა. ამ ადგილს, სენაკელები და ჩხოროწყუელები ,,ოცნების წყაროს,, ეძახიან, რადგან სენაკში ,,ოცნების,, ხელისუფლება უკვე მესამე წელია ყურებს არ იბერტყავს ამ ყველაზე თვალსაჩინო და მოსახლეობის დამაზარალებელი პრობლემის მიმართ… მესამე წელია ეს წყარო შუაგზაზე მოჩუხჩუხებს და პრობლემას უქმნის ასეულობით მანქანას, ათასობით მგზავრს, რომელიც ყოველდღიურად  გადაადგილდება ამ ორი რაიონის დამაკავშირებელ მაგისტრალზე. სენაკის ყოფილ მერს, რომელიც 3 წელი ფულის შოვნით იყო დაკავებული, ეს პრობლემა არ მოუგვარებია, მაგრამ დროდადრო ორმოებს ხრეშს მაინც აყრიდა…

,,მჯობნის მჯობნი არ დაილევაო,,  ნათქვამია, თუმცა, ეს ანდაზაც სენაკში უკუღმა იკითხება… სენაკის ამჟამინდელ მერს, არა თუ ამ პრობლემის დროული მოგვარება, არამედ “ხრეშიც” კი ენანება ამ ტბების ამოსავსებად…. ეტყობა ამ ,,მერვე საოცრებით,, სენაკში ტურისტების მოზიდვას აპირებს.

დღეს, პენსიონერ ცოლ-ქმართან ერთად ვიმგზავრე სენაკში, მათივე ავტომანქანით. როდესაც ავტომანქანა ,,ოცნების წყაროზე,, გადიოდა, ჭარმაგმა ქალბატონმა გულისტკივილით წარმოთქვა…  ,, ეს პრობლემა ამდენი ხანი რომ ვერ მოაგვარა ის ხელისულება, აბა სხვას რას მოგვიგვარებსო,,

კახაბერ ადამია ,,თაიმერი,, 

 

[fbvideo link=”https://www.facebook.com/kakhaber.adamia/videos/963357857157735/” width=”500″ height=”400″ onlyvideo=”1″]

banner
წინა სტატიაშისენაკში ველოსიპედით მიმავალ 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა
შემდეგი სტატიაზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის ს/გზაზე მოძრაობა აკრძალულია