სენაკში მოწამლული ბავშვების ნაწილი სამედიცინო დაწესებულებაში რჩება

სენაკში მოწამლული 18 ბავშვიდან, რამდენიმე კვლავ სამედიცინო დაწესებულებაში რჩება. “თაიმერის” ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებაში მყოფი ბავშვების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ,,თაიმერს” განუცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო. ბავშვების მოწამვლის მიზეზი, გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, სენაკის საჯარო სკოლაში 18 მოსწავლის მოწამვლის შესახებ ინფორმაცია “თაიმერმა” ექსკლუზიურაად გაავრცელა.

banner
წინა სტატიაში„გირჩმა” საროსკიპო გახსნა
შემდეგი სტატიააუდიტის სამსახურის საგანგაშო დასკვნა – ინფექციური დაავადებების გავრცელების მთავარი წყარო, სტომატოლოგიური კლინიკებია