სენაკში მამაკაცს ქარისგან გადახდილი სახურავი დაეცა

სამეგრელოს მუნიციპალიტეტებში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა. სენაკში მამაკაცს ქარისგან გადახდილი სახურავის ნაწილი დაეცა, რის გამოც მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. მედიკოსების ინფორმაციით, დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

განსაკუთრებული ზიანი სტიქიამ აბაშის, ჩხოროწყუსა და ხობის მუნიციპალიტეტებს მიაყენა. აბაშის მერის ლევან მაკალათიას ინფორმაციით. ქარმა ადმინისტრაციულ შენობებს სახურავი გადახადა და ხეები წააქცია. საუბარია აბაშის პირველ საჯარო სკოლაზე და სოფელ მადანში საბავშვო ბაღზე.

საცხოვრებელ კორპუსსა და სახლს გადახადა სახურავი ქარმა ხობსა და ჭალადიდშიც. ანაკლიის გამგებლის გელა ლემონჯავას ინფორმაციით, სტიქიის შედეგად მოგლეჯილია ხეები, დაზიანებულია ელექტროსადენები, ხოლო სანაპიროდან ქვიშა საცხოვრებელ სახლებში იყრება, რის შედეგადაც მოსახლეობას გარეთ გამოსვლა უჭირს. მისივე ინფორმაციით, ქარმა სახურავი ახადა განმუხურის ამფითეატრს.

სამეგრელოს თითოეულ მუნიციპალიტეტში სტიქიასთან დაკავშირებით, სპეციალური მობილური ჯგუფები მუშაობენ. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ცნობით, კომპანია სამეგრელოში უამინდობისა და ძლიერი ქარის გამო დაზიანებული ქსელის აღსადგენად ამ წუთებშიც მუშაობს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ძლიერი ქარის გამო სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდან 57 შეტყობინება მიიღეს.

banner
წინა სტატიაში“ღირსების გზა” – პრემია მედიცინის დარგში
შემდეგი სტატიაოჯახში ძალადობის ჩამდენი პირებისთვის სასჯელი გამკაცრდა