15.8 C
Tbilisi
შაბათი, აპრილი 18, 2026
banner

სენაკში ხანძარს 70 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა

სენაკში, ნატოჩაოს უბანში არსებულ ერთ-ერთ შენობაში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც 70 წლამდე მამაკაცი დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, შენობას ცეცხლი გვიან ღამით გაუჩნდა. გარდაცვლილი მამაკაცი დარაჯი იყო. მან შენობიდან გამოსვლა ვერ შესძლო, რის შედეგადაც შემთხვევას ემსხვერპლა.

ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.

როგორც “თაიმერს” შს სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გგულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშიისრაელმა ბეირუთში „ჰეზბოლას“ სამეთაურო ცენტრები დაბომბა
შემდეგი სტატია“აშშ მწარედ ინანებს მის მიერ შექმნილ პრეცედენტს” – აბას არაღჩი ირანულ ხომალდზე თავდასხმაზე