26.3 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივნისი 10, 2026
banner

სენაკში კაცმა სანადირო თოფით ქალი მოკლა

დააკავეს პირი, რომელმაც ქალს, სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დამნაშავე პირი მომხდარიდან მალევე ცხელ კვალზე დააკავეს, დანაშაულის ჩადენის იარაღი კი ნივთმტკიცებადაა ამოღებული.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სენაკის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ნაცნობ ქალს, სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამნაშავე პირი მომხდარიდან მალევე ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებადაა ამოღებული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

არსებული ინფორმაციით, ბრალდებული მამაკაცი მოკლული ქალის მეზობელი იყო.

banner
წინა სტატიაშიგიგა ავალიანის დედა: ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ყველა დამნაშავემ მოისმინოს უმაღლესი სასჯელი
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძის ანგარიში – საქართველოს მთავრობის ამოცანაა, მიღწეულ იქნეს აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვა