სენაკში ღვაწლმოსილ პედაგოგს ხმის უფლება წაართვეს

14646759_653676118125912_978850066_oსენაკის 63/64 ოლქის, ეკის 22-ე უბანზე მცხოვრებ ღვაწლმოსილ პედაგოგს საარჩევნო ხმის უფლება წაართვეს.
90 წლის ნინო ჟვანია, რომელიც 63 წლის პედაგოგიური სტაჟით საქართველოს რეკორდსმენია, იმავე დროს ღირსების ორდენის კავალერიც გახლავთ, თუმცა ახლა ღრმად მოხუცებულ პენსიონერს დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია. ქალბატონი ნინო 8 ოქტომბერს დილიდან საღამოს 8 საათამდე ელოდა, რომ სახლში გადასატან ყუთს მიუტანდნენ… თუმცა ამაოდ. როგორც ,,თაიმერთან,, თავად აცხადებს, მიზეზი მისთვის უცნობია, მაგრამ მისახვედრი…
,,63 წელი პედაგოგად ვიმუშავე… აქედან 55 წელი მშობლიური ეკის სკოლაში. დღეს აქ მცხოვრებთა ისეთი ოჯახებიც არის, სადაც შვილიშვიდან დაწყებული – ბაბუამდე, სამივე თაობა რომ ჩემი მოწაფეები იყვნენ. საარჩევნო კომისიაშიც ყველა ადგილობრივი წევრი ჩემი ნამოწაფარია… მე მათ მათემატიკას ვასწავლიდი და ეტყობა კარგადაც, რადგან საარჩევნო კომისიაში ხმების დათვლა ანდეს… მაგრამ ეტყობა ადამიანობა ვერ ვასწავლე კარგად, ამიტომაც მათ მაგივრად მრცხვენია დღეს,, აცხადებს ღვაწლმოსილი პედაგოგი, რომელიც სოფელში უხუცეს ადამიანად ითვლება.
აღსანიშნავია, რომ ნინო ჟვანია, ჟურნალისტ კახაბერ ადამიას ბებია გახლავთ, რომლის პოლიტიკური და ჟურნალისტური შეხედულებები, სენაკის ადგილობრივ ხელისუფლებასთან ჰარმონიაში ვერ მოდის… ალბათ ამიტომაც ვერ მოხვდა 90 წლის ღვაწლმოსილი პედაგოგი გადასატანი ყუთის სიაში.

banner
წინა სტატიაშიმარნეულში “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები პარტიის ოფისთან არიან შეკრებილები
შემდეგი სტატიაარჩევნებში მონაწილეობა ელექტორატის 51,63 პროცენტმა მიიღო